სამშენებლო კომპანია „ალფა რეზიდენსი“  2017 წელს დაარსდა. თუმცა, ისტორია 2004 წლიდან იწყება.  ჩვენ, კომპანიის დამფუძნებლებმა, მშენებლობის ინდუსტრიაში, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი გამოცდილება  დავაგროვეთ. პროფესიონალ გუნდთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი სამშენებლო და სხვა სახის პროექტები განვახორციელეთ. საბოლო ჯამში კი, კიდევ უფრო მეტი წარმატებისთვის და უფრო მაღალი ხარისხის სამშენებლო პროექტების განსახორციელებლად, გადავწყვიტეთ, ძალები გაგვეერთიანებინა და შეიქმნა „ალფა რეზიდენსი“. 

ჩვენ, „ალფა რეზიდენსის“ დამფუძნებლები, წარმატებით ვახორციელებთ, როგორც სამშენებლო პროექტებს, ისე სარემონტო და ინდუსტრიული დანიშნულების პროდუქციის იმპორტს.  როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს მაღალი ხარისხის პროდუქტებსა და მომსახურებას ვთავაზობთ: მშენებელობა და რემონტი, გათბობის და ვენტილაციის სისტემები, ელექტრო და მექანიკური ხელსაწყოები, დიზელის გენერატორები...  

„ალფა რეზიდენსის“ მემკვიდრეობა აგრეთვე მოიცავს ქართველებისთვის ყველაზე საამაყო და ღირსეულ სფეროს – ღვინის წარმოებას. ჩვენი აშენებულია ღვინის ქარხანა კახეთში – მუკუზანში და ახლა კი  რაჭაში, ამბროლაურში მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ღვინის ქარხნის მშენებლობა.

ჩვენი შექმნილი ყველა სამშენებლო პროექტი გამოირჩევა ხარისხისა და უსაფრხოების მაღალი სტანდარტით. ენერგოეფექტური ბინები, მოქნილი და მოსახერხებელი შიდა დაგეგმარება, გამორჩეული დიზაინის ინტერიერი და ექსტერიერი, სრული უსაფრთხოება (სეისმური მდგრადობა), ხარისხის უწყვეტი კონტროლი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოფარეხები, მოსახერხებელი ლოკაციები, პასუხისმგებლობა, ვადების მკაცრი დაცვა, ყველა კვადრატული მეტრის ეფექტიანად გამოყენების საშუალება  – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რამაც ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დამსახურებული ნდობა და, შესაბამისად, წარმატებაც მოგვიტანა.

სახლი კიკვიძის ბაღთან

ჩვენი შექმნილი ყველა სამშენებლო პროექტი გამოირჩევა ხარისხისა და უსაფრხოების მაღალი სტანდარტით. ენერგოეფექტური ბინები, მოქნილი და მოსახერხებელი შიდა დაგეგმარება, გამორჩეული დიზაინის ინტერიერი და ექსტერიერი

14

წელი სამშენებლო ინდუსტრიაში

08

წარმატებული პროექტი

1700

ბედნიერი ოჯახი

8000000

მოზიდული ინვესტიცია