ხშირად დასმული კითხვები

სად მიმდინარეობს მშენებლობა?

მშენებლობა მიმდინარეობს თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიაზე, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე, 8 ნომერში, მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, კიკვიძის ბაღთან. (სავაჭრო ცენტრ „საბას“ მოპირდაპირე მხარეს). ზუსტი მდებარეობის დასადგენად შეგიძლიათ იხილოთ რუკა: goo.gl/xmCtYo

რამდენი კორპუსი შენდება?

მიმდინარეობს 3 თორმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობა, თუმცა დაგეგმილია 6 კორპუსი რომლის მშენებლობას დავიწყებთ 2-3 თვეში. ამ ეტაპზე, 3 კორპუსის გაყიდვები არის დაწყებული და ჯერჯერობით გვაქვს ფართების არჩევანი. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი ფართის ბინა საიტზე ან დაგვიკავშრდეთ  ტელეფონის ნომრებზე: 245 17 17, 514 10 70 70

როგორ დაგიკავშირდეთ?

იმისთვის, რომ გაესაუბროთ ჩვენი გაყიდვების მენეჯერს და გაიგოთ უფრო მეტი დეტალი ჩვენ შესახებ გთხოვთ დაგვირეკოთ ნომრებზე 245 1717; 514 10 70 70 ან შეავსოთ საიტზე არსებული ფორმა "მოითხოვე ზარი" და ჩვენი მენეჯერი თავად დაგიკავშირდებათ

როდის სრულდება მშენებლობა?

პირველი სამი კორპუსის მშენებლობა, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს  სრულდება 2019 წლის სექტემბერში.

რა მდგომარეობაში ბარდება ბინები?

ბინები ჩაგბარდებათ თეთრი კარკასით, რაც გულისხმობს: 

  • მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები;
  • მაღალი ხარისხის შემოსასვლელი რკინის კარი;
  • ბინაში შეყვანილი წყლისა და კანალიზაციის დგარები;
  • ბინამდე მიყვანილი  ელექტრობა და ბუნებრივი აირი;
  • შიდა პერიმეტრზე ამოყვანილი ტიხრები;
  • გალესილი კედლები და მოჭიმული იატაკი;
  • დასრულებული გარე ფასადი;
  • სადარბაზო უჯრედები და მოაჯირები;
  • დამონტაჟებული დიდი ზომის ლიფტი; 

ასევე გამრიცხველიანება – თელასი, ყაზტრანსგაზი და წყალკანალი – მრიცხველების მონტაჟი და აბონენტირება.

სად მდებარეობს გაყიდვების ოფისი?

გაყიდვების ოფისის მისამართია: თბილისი, აკაკი წერეთლის 115ა, ბიზნესცენტრის მეშვიდე სართული. ტელეფონები: 245 17 17,  514 10 70 70

სტანდარტულად ჩვენი სამუშაო საათებია:  სამუშაო დღეებში – 10:00-19:00,  შაბათს: 10:00-14:00.

თუმცა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, შეხვედრის დაგეგმვა არასამუშაო დღეებში და საათებში. მთავარია, წინასწარ შეათანხმოთ შეხვედრის ზუსტი დრო, რათა არ მოგიწიოთ დაყოვნება სხვა მომხმარებელთან შეხვედრის მიმდინარეობის გამო.

გაქვთ თუ არა ბინები დასრულებულ პროექტშ?

ამ ეტაპზე დასრულებულ პროექტებში ყველა ბინა გაყიდულია. ხოლო ამ  კონკრეტულ მშენებლობას  დავასრულებთ 2019 წლის სექტემბერში

აქამდე რა პროექტები განგიხორციელებიათ?

„ალფა რეზიდენსი“ იმ სამშენებლო კომპანიების სამართალმემკვიდრეა, რომლებმაც საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანეს ქართულ სამშენებლო ინდუსტრიაში. ჩვენი პირველი პროექტი თბილისში, აღმაშენებლის ძეგლთან მდებარე შვიდსართულიანი ბიზნესცენტრია (2007 წელი);   ექვსსართულიანი ბიზნესცენტრი თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, მე-12 კილომეტრზე (2009 წელი);  ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე  12- და 16- სრთულიანი საცხოვრებელი ბინები   (2010 - 2017 წლები);  ოთხკორპუსიანი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე, 4000 მესხის ქუჩაზე (2012-2017 წლები); 

ვცხოვრობ საზღვარგარეთ, როგორ დაგიკავშირდეთ?

საზღვარგარეთიდან შეგიძლიათ დაგვირეკოთ Viber-ის ან WhatsApp-ის საშუალებით ნომერზე: 514 10 70 70 და გაყიდვების მენეჯერი მოგაწვდით დაწვრილებით ინფორმაციას – პირობებსა და კალკულაციას. 

რამდენია პირველადი შესატანი

სტანდარტული პირობებით პირველადი შენატანი ბინის ჯამური ღირებულების 30%-ს შეადგენს, შემდეგ იხდით ყოველთვიურად მინიმუმ 750 ლარიდან თქვენ მიერ შერჩეულ თანხას  მშენებლობის დასრულებამდე, ხოლო მეთხუთმეტე თვეს უნდა დაიფაროს თანხა სრულად, ან გადაიტანოთ ბანკში სესხის სახით. 

როგორი გადახდის პირობები გაქვთ?

განვადების სტანდარტული პირობები ასეთია: თავდაპირველად შემოგაქვთ ბინის ჯამური ღირებულების 30%, შემდეგ ყოველთვიურად იხდით 750 ლარს 14 თვის განმავლობაში (მშენებლობის დასრულებამდე), ხოლო მე-15 თვეს, ანუ მშენებლობის დასრულებიდან ერთ თვეში დარჩენილ თანხას იხდით სრულად.

ან: ბინის ჯამური ღირებულების 30% პირველადი შემონატანი, მშენებლობის დასრულებამდე 25% გადანაწილებული 14 თვეზე და დასრულებიდან ერთ თვეში დარჩენილი 45%-ის დაფარვა. მეთხუთმეტე თვეს თქვენ შეგიძლიათ დარჩენილი თანხა დაფაროთ საკუთარი რესურსით ან სასურველი ბანკის საშუალებით. დეტალების დასაზუსტებლად შეგიძლიათ დაგვირეკოთ ან მოითხოვეთ ზარი საიტიდან.

გაქვთ თუ არა გრძელვადიანი განვადება?

ჩვენ გთავაზობთ შიდა, თოთხმეტთვიან უპროცენტო განვადებას. ინდივიდუალური პირობეიბს შემთხვევაში უნდა დაგვიკავშირდეთ ან მოხვიდეთ ჩვენთან გაყიდვების ოფისში. 

შევიძენ თუ არა ბინას პირველადი შენატანის გარეშე?

ამ ეტაპზე პირველადი შენატანის გარეშე გადახდის პირობები არ გვაქვს, თუმცა დაგვიკავშირდით ან გვეწვიეთ გაყიდვების ოფისში და თქვენზე მორგებული პირობები შეგვიძლია განვიხილოთ

რომელ ბანკთან თანამშრომლობთ?

ამ ეტაპზე არ ვთანამშრომლობთ ბანკებთან, ვინაიდან გვაქვს შიდა უპროცენტო განვადება მომხმარებელზე მორგებული  გადახდის პირობებით.

რამდენის გადახდა მომიწევს ყოველ თვიურად?

ნებისმიერი ფართის ბინის შესაძენად, თავდაპირველად, შემოგაქვთ ბინის ჯამური ღირებულების 30%, შემდეგ ყოველთვიურად იხდით 750 ლარს 14 თვის განმავლობაში (მშენებლობის დასრულებამდე), ხოლო მე-15 თვეს, ანუ მშენებლობის დასრულებიდან ერთ თვეში, დარჩენილ თანხას იხდით სრულად. თუმცა, სურვილისამებრ, შეგიძლიათ ყოველთვიურად მეტი თანხაც შემოიტანოთ, რაც ბოლოს, მშენებლობის დასრულებისას, ერთიანად გადასახდელ თანხას შეამცირებს. და თუ თქვენ საბოლოო გადახდას აპირებთ იპოთეკური სესხის საშუალებით თქვენ ნაკლებ თანხას გაიტანთ სესხად ბანკში. ანუ გაძლევთ შანსს 14 თვე თავი აარიდოთ ბანკის იპოთეკურ სესხს და 0%-იანი განვადებით ისარგებლოთ ჩვენი კომაპნიის შეთავაზების საფუძველზე (შიდა განვადება).

რა ეღირება ბინა თუ რემონტით მსურს ჩავიბარო?

სტანდარტული ფასი მოიცავს თეთრ კარკასს. თუმცა ინდივიდუალურად რემონტის მოთხოვნა შესაძლებელია. კალკულაციისთვის გთხოვთ დაგვირეკოთ ნომრებზე: 245 17 17, 514 10 70 70,  ან მოითხოვეთ ზარი ვებ გვერდიდან და ჩვენი გაყიდვების მენეჯერი დაგიკავშირდებათ.

განვადებისას მჭირდება თუ არა სახელფასო ცნობა ან ამონაწერი?

შიდა განვადებისთვის შემოსავლის დადასტურება საჭირო არ არის. შემოსავლის დადასტურება მხოლოდ ბანკის საშუალებით შეძენის შემთხვევაში დაგჭირდებათ, თუ თქვენ იპოთეკური სესხის საშუალებით აპირებთ ჩვენთან ბინის შეძენას, გთხოვთ მიმართოთ სასურველ ბანკს და დააზუსტოთ დეტალები.