24. 04. 2019

ყველაფერი დაეტევა: როგორ დავატიოთ ყველა ნივთი პატარა ბინაში?

Related image

შენახვის ჩაშენებული სისტემები 

თუ არ გაქვთ ადგილი დიდი გამოყოფილი ტანსაცმლის ოთახისთვის, მაშინ  ნივთების შესანახად გამოიყენეთ მაღალი ჩაშენებული კედლის კარადები,რომლის სიმაღლე ჭერამდე ადის- მათში უამრავი ნივთი ეტევა.

თუ თქვენ ოთახში არ არის ნიშა, შეგიძლიათ თავად შექმნათ იგი ძალიან მარტივად, უბრალოდ, თქვენ უნდა შეუკვეთოთ შესაბამისი ზომის ფურნიტურა და მასში მოათვსებთ სათავსოებს. თქვენ მიერ შექმნილ თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციას გარედან შეფუთავთ იგივე ფერის და მასალის მატერიით,როგორიც არის დანარჩენი კედელი. ასე იქმნება შთაბეჭდილება. რომ თქვენი კარადა კედელშია ჩაშენებული.

Related image

მრავალფუნქციური ავეჯი

კლასიკური მაგალითი — საწოლი საბარგულით სადაც შეგიძლიათ საკმაოდ ბევრი ნივთის  შენახვას. ასევე მრავალფინქციურ ავეჯად ითვლება ავეჯი,რომლის გამოყენებაც სხვადასხვა საჭიროებისთვისაა შესაძლებელი.

Related image

ნივთების აივანზე შენახვა

თქვენ  აივანზე არის  ადგილი ველოსიპედისთვის, ლიჟებისთვის  და სხვა დიდი ნივთებისთვის, რომლებსაც  წელიწადში  ერთხელ  იყენებთ. აივნის სივრცის გასაზრდელად გამოიყენეთ ერთგვაროვანი ფერები. თუ თქვენ გადაწყვეტთ ღია თაროების გაკეთებას მაშინ მასზე  გასანთავსებელი ნივთები შეინახეთ  ერთანაირ ყუთებში. დაყავით აივანი ზონებად: მიუჩინეთ ყველაფერს თავისი ადგილი.

Image result for Организация места на кухне

სამზარეულოში ადგილის ორგანიზება

გამოიყენეთ სამზარეულო სივრცე რაციონალურად: სათავსოები ჭერამდე.  თუ სამზარეულოში ყველა ნივთს თავისი ადგილი ექნება თქვენ თავიდან აიცილებთ უწესრიგობას, რაც თავის მხრივ არ დაგაკარგინებთ ადგილს ისედაც მცირე ზომის სამზარეულოში. გამოიყენეთ  საკიდები,რომელთა დამაგრებაც კარადის გვერდებზეა შესაძლებელი, ისინი გამოგადგებათ სამზარეულოს სახვადასხვა ჭურჭლის შესანახად.

Related image

ფანჯრის რაფების მაქსიმალურად გამოყენება

სახლის გადავსება არ არის  ბევრი ნივთის ბრალი, ეს მათი არასწორი განლაგების  შედეგია.  ჟურნალები, წიგნები და მსგავსი სხვადასხვა ნივთების  შესანახად  გამოიყენეთ ფანჯრის რაფები.

Image result for Встроенные системы хранения

სათავსო აბაზანაში და ტუალეტში

სააბაზანო ოთახის ატრიბუტიკის განთავსება ყველაზე მცირე ზომის სააბაზანოშიც კი შესაძლებელია, მთავარია იცოდეთ როგორ დააწყოთ ნივთები სწორად.  დაკიდეთ თაროები ყველგან სადაც ამის საშუალება  გაქვთ  და განათავსეთ მასზე ყველა ის ნივთი, რომელიც  კარადაში არ ეტევა.

 

მსგავსი სიახლეები