02. 01. 2019

ფენ შუი – სამზარეულოსთვის!

შესასვლელი  არის არასწორ ადგილას

უკეთესია, თუ სამზარეულო შესასვლელ კართან ახლოს არ იქნება განლაგებული და კარის ზღურბლიდან მისი შიდა სივრცე არ გამოჩნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დადებითი ენერგია სახლიდან გაიფანტება. გაზქურა პირდაპირ არ უნდა "უყურებდეს" სამზარეულოში შესასვლელ კარს, ეს შემოსავლის დაკარგვასთან ასოცირდება.

ბასრი კუთხეები და  ღია თაროები

სამზარეულო ფართის დაგეგმვისას, შეეცადეთ თავიდან ავიცილოთ ბასრი კონსტრუქციები და ღია თაროები, მათ შორის სტელაჟები. ითვლება, რომ ისინი  იზიდავენ ენერგია - შა-ს, რაც უარყოფითად იმოქმედებს თქვენი სახლის ჰარმონიასა და კეთილდღეობაზე (ასევე ახლობლებთან ურთიერთობებზე).თუ თქვენ მაინც გინდათ ღია თაროები, მაშინ განათავსეთ იქ მაგალითად, მრგვალი მინის ქილები, ვაზები, ჭიქები და სხვა წრიული ობიექტები.

ღია ფერები და  ერთმანეთთან შეუთავსებელი ფერები

ეს არის მთავარი,რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ  სამზარეულოს  დიზაინის  შემუშავებისას. ძველი ჩინური სწავლებების მიხედვით, ამ ზონის დაგეგმვის ეტაპზე თავიდან უნდა იქნას აცილებული ნათელი და გაჯერებული ფერები. განსაკუთრებით ეს ეხება  წითელ, ნაცრისფერ, ლურჯ და  იასამნისფერ ფერებს. ითვლება, რომ მათ შეაქვთ განხეთქილება თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს შორის  ურთიერთობაში. ხოლო  მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი და კრემისფერი, მოგიტანთ ჰარმონიას  და სიმშვიდეს სახლში.

მრავალდონიანი პოლი და ჭერი

მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერის დიზაინერები მუდმივად ამტკიცებენ , რომ  ეს რთული კონსტრუქციები არც ისე აქტუალურია  ზოგიერთი ჩვენგანი მაინც  არ უვლის მათ მხარს.  ფენ შუის  ექსპერტები ამბობენ, რომ არ ღირს   სამზარეულოში ზონების გამოყოფა პოდიუმებით, კიბეებით ან სხვა მსგავსი საშუალებებით.  სამზარეულოს იატაკიც და ჭერიც უნდა იყოს სწორი.

მბზინავი ზედაპირი და სარკეები

ბევრი ფიქრობს, რომ სარკეები  და ლითონის ზედაპირი  სამზარეულოს უფრო ელეგანტურს და თანამედროვეს გახდის, მაგრამ ეს ასე არაა. მაგალითად,უძველესი ჩინური სწავლების ფენ შუის მიხედვით, სარკეებს  და  ანარეკლის მქონე დეკორატიულ ნივთებს  თქვენი ცხოვრებისთვის ზიანის მოტანა შეუძლიათ.

დიდი ნივთების არსებობა

ფენ შუის  მიხედვით, დიდმა ობიექტებმა, ნივთებმა  შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, დისკომფორტი და დეპრესია. ამიტომ  უმჯობესია თუ მასიურ ჭურჭელს  ცალკე   კარადაში  შეინახავთ.

არასწორად განლაგებული მაცივარი, გასქურა და  ნიჟარა

ალბათ არ არსებობს ისეთი დიასახლისი,რომელსაც არ სმენია "სამუშაო სამკუთხედის შესახებ" რაც ნიშნავს, რომ მაცივარი,  გაზქურა და ნიჟარა  სამზარეულოში გარკვეული თანმიმდევრობით უნდა იყოს განლაგებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ცეცხლის ენერგეტიკასა და წყლის ენერგეტიკას შორის კონფლიქტის პროვოცირება მოხდეს. ამიტომ უმჯობესია თუ მათ  კარადების საშუალებით გამოყოფთ.

მსგავსი სიახლეები