25. 04. 2019

8 ფასდაუდებელი წესი, რომელიც დაზოგავს გაზის ღუმელების მფლობელების დროსა და ნერვებს

როდესაც სახლში გაზი გაქვთ  

ადამიანების უმრავლესობა ცდილობს, დამოუკიდებლად  დაამონტაჟოს  ან შეაერთოს გაზქურა, ამ დროს ისინი უგულებელყოფენ უსაფრთხოების ყველა მოთხოვნას  და არ ესმით ის ფაქტი, რომ  მათ  მცირე შეცდომასაც კი შეუძლია  გაზის გაჟონვის გამოწვევა, რასაც თავის მხრივ  უმეტეს შემთხვავაში  უბედური შემთხვევები მოჰყვება.  მსგავსი გულგრილობის შედეგად დაზარალდებით არა მარტო თქვენ არამედ თქვენ ირგვლივ მყოფებიც (მეზობლები).

არანაირი ხელნაკეთი მილები

თუ თქვენ გადაწყვიტეთ დამოუკიდებლად   გაზის ბალონის გაზქურაზე მიერთება (შეგახსენებთ,რომ ეს არ არის უსაფეთხო) , მაშინ გამოიყენეთ  სპეციალური  რეზინის მილი (არაუმეტეს 150 სანტიმეტრისა, რათა თავიდან აიცილოთ მისი დაზიანება). არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ არადრეკადი თვითნაკეთი  მილები. გარდა ამისა, გაზქურაში მილის შეერთების ადგილას უნდა იყოს გაზის ჩამკეტი სარქველი, რომელიც დაბლოკავს გაზის მიწოდებას  გაზქურის გაუმართაობის შემთხვევაში.

გაზის ბალონები – უნდა ნიავდებოდეს

კიდევ ერთი პუნქტი, რომელიც ეხება კერძო სახლის მფლობელებს.  ზოგიერთი მათგანი შეგნებულად ინახავს სათადარიგო გაზის ცილინდრებს სარდაფში, ავტოფარეხში და მიიჩნევს, რომ ეს უსაფრთხო და მოსახერხებელი, მაგრამ სპეციალისტები თვლიან,რომ ეს არ არის უსაფრთხო ადგილი მათ შესანახად-ისინი თვლიან, რომ  გაზის ბალონები არ უნდა  განთავსდეს ისეთ ადგილებში, რომლებიც ახლოს არიან საცხოვრებელ ფართთან ან უკავშირდებიან მათ ვინტილიაციის მილებით.

ყველაფერი კონტროლის ქვეშ!

კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ბევრს ავიწყდება  – კერშო სახლში არაფრის დატოვება არ შეიძლება უყურადღებოდ, განსაკუთრებით გათბობის ქვაბები, რომლის გამორთვამაც  შეიძლება გამოიწვიოს უამრავი სახის დაზიანება და შეგიქმნათ მრავალი პრობლემა.

გცივათ?  ჩართეთ გათბობა

ზოგი "ეკონომიის" ან კიდევ სხვა მიზეზების გამო ცდილობს  სახლის სხვადასხვა უცნაური და საშიში მეთოდით გათბობას - მაგალითად გაზქურის ჩართვით. ამ დროს ისინი არ უფიქრდებიან ერთ ძალიან მნიშვნელოვან  ფაქტს,  გაზის წვის პროცესში გროვდება აირი,რომელმაც შეიძლება  ადამიანის მოწამვლა გამოიწვიოს, ამიტომ არანაირი ეკონომიის გაკეთება  არ ღირს საკუთარი ჯამრთელობის ხარჯზე.

მიაქციეთ ყურადღება  ვინტილიაციას

იმ შემთხვევაშიც თუ თქვენ აკეთებთ  სამზარეულოს რემონტს  არავითარ შემთხვევაში არ გადააკეთოთ სავინტილაციო  არხები. არ დაგავიწყდეთ გამწოვების   რეგულარულად შემოწმება და ხარვეზების შემთხვევაში მათი დაუყოვნებლივ  აღმოფხვრა.

მოწამვლის პირველივე ნიშნებისას დაუყოვნებლივ დარეკეთ  სასწრაფოში

თუ თქვენ ან თქვენი მეზობლები იგრძნობთ თავის ტკივილს, უეცარ მოთენთილობას,   თაბრუსხვევას ან გექნებათ გულისრევის შეგრძნება  ეცადეთ დაუყონებლივ დატოვოთ  დაწესებულება, გახვიდეთ სუფთა ჰაერზე  და დარეკეთ სასწრაფოში.  არ გაუკეთოთ იგნორირება სიმპტომებს და არ იფიქროთ,რომ ყველაფერი თავისით გადაგივლით ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს.

არ დაგავიწყდეთ ნომერი  112!

თუ თქვენ აღმოაჩინეთ გაზის გაჟონვა, სწრაფად დარეკეთ 112-ზე და გადაკეტეთ გაზი და რაც მთავარია არ ჩართოთ ელექტროენერგია  გააღეთ ფანჯერბი და  და დატოვეთ სახლი

დაიცავით უსაფრთხოების ყველა წესი და იყავით დაცული!

მსგავსი სიახლეები