01. 01. 2019

როგორ გავწმინდოთ ენერგია სახლში? 7 რჩევა!

განაახლეთ ინტერიერი

ახალი ინტერიერი – ახალი სიცოცხლე!  ზუსტად ასე ფიქრობს ადამიანების უმრავლესობა  და როცა რამის ცვლილება  მოუნდებათ იწყებენ რემონტს, რაც ასევე კარგი საშუალებაა  თქვენი ურთიერთობის სიმყარის შესამოწმებლად.   თუ მხოლოდ უარყოფითი ენერგიის გაწმენდა გსურთ უმჯობესია დაიწყოთ  კედლებით. აირჩიეთ  თქვენთვის შესაფერისი ფერი და ყველაფერი მოაწყვეთ მის შესაბამისად!

გადაარჩიეთ ძველი  ნივთები

დაგროვება - გზა არსად. ამას ამბობენ ფსიქოლოგები და გვირჩევენ რაც შეიძლებაა ხშირ ხშირად გადავარჩიოთ ნივთები და თავიდან მოვიშოროთ,რაც შეიძლება ბევრი ძველი გამოუსადეგარი ნივთები, რომლებიც არაფერში  გჭირდებათ.

დაალაგეთ  მთელი სახლი

ენერგიის გასაწმენდად ექსპერტები გვირჩევენ რაც შეიძლება  ხშირად  დავასუფთაოთ  და გავანიაოვოთ სახლი. ამგვარად, თქვენ  აღარ შეგაწუხებთ უარყოფითი ენერგია და გაგიუმჯობესდებათ ემოციური ფონი. ასევე  თქვენი სახლი იქნება უფრო მყუდრო და კომფორტული.

გამოიყენეთ მარილი

გაგიკვირდებათ, მაგრამ  მარილი არ გამოიყენება მხოლოდ საჭმლის მოსამზადებლად, მას  ასევე  შეუძლია სახლში ენერგეტიკის გაწმენდა, რადგან ის  იწოვს  უარყოფით, ნეგატიურ ენერგიას. გახსენით ცოტაოდენი მარილი წყალში და  გაწმინდეთ ამ წყლით სახლი, ავეჯი და ჭურჭელი. თქვენ ასევე შეგიძლიათ,  ჩაყაროთ მარილი პატარა ქისებში და  განალაგოთ კუთხეებში  24 საათით  და შემდეგ გადაყარეთ.

განათავსეთ სანთლები

სანთლებს აქვთ მომადუნებელი და  დამამშვიდებელი ეფექტი , ამიტომ ბევრს უყვარს მისი სინათლის ყურება, ასევე სანთლებს იყენებენ  სახლის ენერგეტიკის გასაწმენდად.

ჩამოკიდეთ კარზე ზრი

ალბათ ბევრისთვის არის ცნობილი  წნეხის და რაღაც  უცხოს  ყოფნა ძველ სახლში, შენობაში  შესვლისას, სადაც დიდი ხანია არავის უცხოვრია.  ამ ნეგატივისგან გასათავისფლებლად კარგი იქნება თუ კარებზე ზარს დაკიდებთ.  ასევე კარგი იქნება თუ  მთელ სახლს ზარის რეკვით შემოივლით , განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ  კუთხეებს.

შეიძინეთ ოთახის მცენარეები

სწორად შეჩეულ ცოცხალ ყვავილებს შეუძლიათ სახლის უარყოფითი ენერგეტიკისგან გაწმენდა, ჯამრთელობის გაუმჯობესება, ხასიათის გამოსწორება  და ასევე სახლში სიხარულის და კეთილდღეობის მოზიდვა. ასევე ისინი წმენდენ ჰაერს და ალამაზებენ თქვენ სახლს. ექსპერტები აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ მებაღეობა  მედიტაციის და  დასვენების ახალი  და ძალიან ეფექტური საშუალებაა.

მსგავსი სიახლეები