04. 01. 2019

8 ოთახის მცენარე,რომელიც აგიმაღლებთ ჯანმრთელობას

ლიმონი — სპეციალისტებს თუ დაუჯერებთ  ეს მცენარე  ცხოვრების  ყველა შემთხვევისთვის სასარგებლოა. პირველ რიგში ის გამოყოფს ნივთიერებებს, რომლებიც წმენდენ ჰაერს, მეორე - ლიმონის არომატი ამშვიდებს და  გეხმარებათ დეპრესიის დაძლევაში  და მესამე   ამ ციტრუსს კიდე უწოდებენ სიფხიზლის  სიმბოლოს,  ის  წამიერად  გიმაღლებთ განწყობას და  გმატებთ ძალას.

ნემსიწვერა — ერთ-ერთი  ყველაზე უპრეტენზიო  ოთახის მცენარეა. ამ ყვავილს შეუძლია  სახლის ენერგეტიკის გაუმჯობესება, დაღლილობის, დაძაბულობის მოხსნა, დაგირეგულირებთ ძილს, მოგიხსნით თავისტკივილს  და  გაციებას.  გარდა ამისა, ითვლება, რომ  ნემსიწვერა  ანეიტრალებს  კონფლიქტებს ოჯახში.

ბეგონია — მარტივად უმკლავდება  მავნე ნივთიერებებს და ტოქსინებს, ხსნის დაძაბულობას და  გაღიზიანებას, გეხმარებათ გამხნევებაში და ასევე აძლიერებს იმუნიტეტს. ამიტომაც ეს მცენარე უნდა დადოთ კომპიუტერთან  ან სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან : ის შეამცირებს ელექტრომაგნიტური გამოსხივების უარყოფით ეფექტებს და გააუმჯობესებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

როზმარინი — ეს მცენარე  ძალიან პოპულარულია  იტალიაში. როზმარინი ამაღლებს იმუნიტეტს, გვეხმარება დაღლილობისას, ააქტიურებს ტვინს და აუმჯობესებს მეხსიერებას. გარდა ამისა, ის კარგად უმკლავდება ბრონჰიტს, ასთმას  და სხვადასხვა სახის ნევროზს.

პიტნა — აქტიურად გამოიყენება არა მარტო სხვადასხვა კერძების მომზადების პროცესში, არამედ მას  სახლის მცენარედაც იყენებენ. ეს არომატი  ამაღლებს განწყობას, ხსნის სტრესს, ხელს უწყობს აგრესიის და გაღიზიანების შემცირებას ასევე პიტნა ხსნის თავის ტკივილს და გეხმარებათ უძილობის დაძლევაში.

დრაცენა — ამ მცენარეს  «ბედინიერების ხეს» უწოდებენ. ის იზიდავს დადებით ენერგიას სახლში, გეხმარებათ სირთულეების დაძლევაში. ასევე გეხმარებათ სახლში სკანდალების და  გარჩევების თავიდან აცილებაში. გარდა ამისა ეს მცენარე გეხმარებათ დეპრესიისგან განთავისუფლებაში, ამაღლებს ტონუსს და აუმჯობესებს განწყობას, ხასიათს.

დაფნა —  დიდიხანია ცნობილია არა მხოლოდ,როგორც  საკვები სუნელი, არამედ  როგორც  მომადუნებელი  და გამაძლიერებელი საშუალება. ითვლება, რომ ეს მცენარე უნდა განთავსდეს  შემოსასვლელში  ან სასტუმრო ოთახში, ზუსტად ამ ადგილებში  ავლენს მთელ თავის პოტენციალს. დაფნა  მშვენივრად წმენდს სახლს ნეგატიური ენერგისგან და გეხმარებათ ოჯახის ყველა წევრთან საერთო  ენის გამოძებნაში, ასევე  გეხმარებათ  დაძაბული სამუშაო დროის მერე მოდუნებაში.

ალოე — ყველა მებაღემ იცის ამ უნიკალური მცენრის სამკურნალო თვისებები  ცხოვრების  ყველა შემთხვევისთვის. ალოე აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ჭრილობის და დამწვრობის სწრაფ შეხორცება/მოშუშებას, ასევე აუმჯობესებს  სახლის ენერგეტიკას  და ამაღლებს განწყობას. გარდა ამისა ეს მცენარე არის სიყვარულის სიმბოლო, ამიტომ კარგია  თუ მას საძინებელში განათავსებთ.

მსგავსი სიახლეები