21. 01. 2019

5 ენერგეტიკულად ძლიერი მცენარე, რომელიც დაიცავს თქვენ სახლს

ბამბუკი

ბოლო დროს  ინტერიერის დიზაინერებმა დაიწყეს  ბამბუკის დიზაინში  გამოყენება. როგორც დეკორის ელემენტებად  ასევე  სივრცის ზონებად დასაყოფათ.   ამ მცენარეს აქვს ძლიერი ენერგეტიკა, რისი მეშვეობითაც მას სახლში  შემოაქვს  კეთილდღეობა, რითაც სახლის მაცხოვრებლებს უადვილებს ცხოვრებას და უქმნის კომფორტს.  ბამბუკი გაძლევთ დაცულობის, სიმშვიდის და სტაბილურობის შეგრძნებას, ასევე ის იცავს ავი თვალისგან. ამიტომ თუ თქვენ სახლში მოხვდებიან არაკეთილისმსურველები  ისინი ვერ შეძლებენ თქვენთვის ზიანის მოყენებას.

ქრიზანთემები

Tagetes erecta - marigold

ბევრი ცდება, როდესაც თვლის, რომ  ამ ყვავილის ადგილი მხოლოდ  ბარში ან  ქალაქგარეთ სახლის უკანა ეზოშია. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ოთახის ქრიზანთემებს  სახლში შემოაქვთ  სტაბილურობა და ფინანსური კეთილდღეობა.  ასევე მათ  შეუძლიათ განწყობის ამაღლება, სულიერი სიმშვიდისა და  ბედნიერების  შემოტანა თქვენ ცხოვრებაში . დადგით ეს ყვავილი, მაგალითად, კაბინეტში ან მისაღებ ოთახში, ის ასევე დაიცავს თქვენ სახლს ნეგატიური ენერგიისგან და გარშემომყოფების შურისგან.

სპატტიჰილიუმი

 Related image

ამ მცენარეს ტყუილად არ ეძახიან «ქალის ბედნიერებას», იტთვლება, რომ თუ მარტოხელა ქალი ამ ყვავილს თავის საძინებელში დადგამს და  კარგად მოუვლის , მაშინ მის ცხოვრებაში მოხდება დადებითი ცვლილებები  და ის შეხვდება თავის სიყვარულს. გარდა ამისა,  ამ მცენარის შეძენას ურჩევენ უშვილო წყვილებს  – ის გეხმარებათ ნამდვილი ოჯახური სიხარულის მიღწევაში, ყველაზე  სანატრელი სურვილების ასრულებით. ასევე ექპერტების აზრით  ეს მცენარე სახლს იცავს ნეგატიური ენერგიისგან, შურისგან და არაკეთილისმსურველებისგან.

ალოე ვერა

Aloe Aristata in Crackle Pot

უძველესი დროიდან ადამიანები ამ მცენარეს იყენებდნენ სხვადასხვა რიტუალების ჩატარებისას, იღბალის მოსაზიდად  და  არაკეთილის მსურველებისგან თავის დასაცავად.  ექსპერტები ამტკიცებენ, რომ  ეს ყვავილი არის  ნეგატიური ენეგიისგან  საიმედო დამცველი. მისი წყალობით თქვენ სახლში მუდამ დადებითი აურა იქნება. ალოე ვერა იზიდავს კეთილდღეობას, წარმატებას და ბედნიერებას ნებისმიერ ადგილას.როცა მცენარე იწყებს ჭკნობას და სიკვდილს ეს ნიშნავს იმას, რომ  მან შთანთქა თქვენ სახლში დაგროვილი ნეგატივი. ასევე ეს მცენარე კურნავს ბევრ დაავადებას, მისი სამკურნალო თვისებები მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი. მას ხშირად გამოიყენებენ მედიცინაში სხვადასხვა წამლებისთვის.

კაქტუსი

ზოგიერთი თვლის, რომ კაქტუსს სახლში შემოაქვს ჩხუბი და აყალმაყალი, მაგრამ ეს ასე არაა. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს ორიგინალური მცენარე  არის არა მარტო სახლის დეკორის ელემენტი,  არამედ ის ასევე იცავს თქვენ საცხოვრებელ ადგილს  საყოფაცხოვრებო მოწყობილობებისგან გამოსხივებული ელექტრომაგნიტური ტალღებისგან, ასევე გიცავთ შურისგან, ავი თვალისგან  და არაკეთილის მსურველებისგან. კაქტუსის დადგმა რეკომენდირებულია შემოსასვლელ კართან და მომუშავე ტექნიკასთან.

მსგავსი სიახლეები